შემთხვევა
სოფელ კონდოლოში დედა-შვილი სცემეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  დაშავებულები ამ დროისთვის თელავის რეფერეალურ საავდმოყოში არიან მოთავსებულები.
ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა და ის მემკვიდრეობის განაწილებას უკავშირდება.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google