შემთხვევა
ახალგაზრდამ, რომელმაც გუშინ კონდოლში დედა-შვილი სცემა, მეზობელი მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში დედა-შვილის ცემაში ბრალდულმა, 1994 წელს დაბადებულმა ახალგაზრდამ, მომხდარიდან რამდენიმე საათში 72 წლის მეზობელი მოკლა.
ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანასოფლელს ბლაგვი საგნით თავში სასიკვდილი ჭრილობები მიაყენა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 108-ე მუხლით ( განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google