შემთხვევა
პანკისში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
პანკისში,სოფელ დუისში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ერთი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, ორი კი მსუბუქად დაშავდა. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება რაიონულ საავამყოფოში აღმოუჩინეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის , უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google