შემთხვევა
სოფელ ვანთაში მიკროავტობუსი გაჩერებულ "ოპელს" დაეჯახა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, მიკროავტობუსი ბორდიურთან მდგარ "ოპელის" მარკის ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანა დაგორდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

| Print |
FaceBook Twitter Google