შემთხვევა
გურჯაანში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გაქურდეს
გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიაში მისულ მეპატრონეს კარი გატეხილი დახვდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რიონული სამმართველოს თანამშომლებმა, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. მხილებულია არასრულწლოვანი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციამ ნივთმტკიცებად სალარო აპარატი ამოიღო.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ქურდობა /