შემთხვევა
თელავში მშენებარე კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა- დაშავდა ერთი ადამიანი
თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ახალგზარდა მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google