შემთხვევა
თელავის ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, 27 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  კაფეში, სადაც ახალგაზრდა თავს იკლავდა, თანამშრომელმა შეუსწრო, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. თვითმკვლელობის მიზეზს გამოძოძიება დაადგენს.



| Print |
FaceBook Twitter Google