შემთხვევა
საგარეჯოში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასულდა. ერთმანეთს "მიცუბიში“ და ფორდ-ტრანზიტი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა „მიცუბიშის“ მძღოლი ახალგაზრდა ქალი. დაშავდა მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი მგზავრი და მიკროავტობუსის მძღოლი. ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google