შემთხვევა
ავარია ყვარელში- დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ყვარელში მსუბუქ ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსმა მიმართულება შეიცვალა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავდა 3 ადამიანი.
"თავდაპირველად სამივე ყვარლის საავადმყოფოში მოთავსეს. ორს თავის ტრამვა აქვს და ერთ ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ერთი ჩვენთანაა გადმოყვანილი და კვლევა უტარდება, ერთიც ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, საჭიროებენ დამატებით გამოკვლევებს."- აღნიშნა speqtri.ge-სთან თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google