შემთხვევა
ავარია სოფელ უჯარმაში- დაშავებულია ხუთი ადამიანი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

უწყების ინფრომაციითვე, საქმე სისხლის  სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / უჯარმა /