შემთხვევა
სოფელ ნინოწმინდაში ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი და ერთი სატვირტო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google