შემთხვევა
გურჯაანში კორპუსის იატაკი ჩაინგრა და 51 წლის ქალი მძიმედ დაშავდა
გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა.
ის 4 მეტრის სიმაღლიდან იმ დროს ჩავარდა, როდესაც სათავსოდან შეშის გამოტანას ცდილობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხვადასხვა მძიმე დაზიანებით ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, დახმარების თხოვნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს. როგორც speqtri.ge-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, შენობა პრივატიზებულია, რის გამოც მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კახეთის პოლიციის დეპარტმენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.


| Print |
FaceBook Twitter Google