შემთხვევა
სოფელ რუისპირში მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა-არიან დაშავებულები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში  მთის ფერდობზე მოძრავი "გაზ66" სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდეჯერმე ამოტრიალდა . შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდა, ორი კი სამაშველო ბრიგადის დახმარებით ამოიყვანეს.სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმოყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პანციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,ორ მათაგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google