შემთხვევა
თელავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა
თელავში,აღმაშენებლის ქუჩაზე,მერსედესის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მანქანის მძღოლი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. დაშავებული ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google