შემთხვევა
ლაგოდეხში ფეხითმოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, ფეხითმოსიარულე 80 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ავარიის შედეგად ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

-"შემთხვევა გუშინ, დაახლეობით საღამოს შვიდ საათზე მოხდა. მამაკაცი, რომელიც დაიღუპა, ჩვენი სოფლის მკვიდრი არ არის."- აღნიშნა speqtri.ge-სთან სოფელ მშვიდობიანში მერის წარმოამდგენელმა რამაზ ბუთლიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


| Print |
FaceBook Twitter Google