შემთხვევა
თელავში მანქანა ქვეითს დაეჯახა
თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე "ოპელის" მარკის ავტომანქანა შუახნის ასაკის ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის დროს ფეხითმოსიარულე მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /