შემთხვევა
გურჯაანში ორ მცირეწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა
გურჯაანში, კურორტ "ახტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორ მცირეწლოვანს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ორივე მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ თევზაძემ განუცხადა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ და სტანდარტული გამოკვლევა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google