შემთხვევა
ავარია ჩალაუბანში - ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ თევზაძემ განუცხადა, შესაბამისი გამოკვლევები დაშავებულებს ამ წუთებში უტარდებათ. მისივე თქმით, სასწრაფო-დახმარების ბრიგადას ერთი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google