შემთხვევა
სამარშრუტო ტაქსიში ველისციხელი მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანში, სამარშრუტო ტაქსიში, სოფელ ველისციხის მკვიდრი, შუა ხნის ასაკის მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, ის ტრანსპორტში შეუძლოდ გახდა.
მძღოლმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

| Print |
FaceBook Twitter Google