შემთხვევა
ყვარელში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
ყვარელში, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ასაკის ქალბატონი.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

მძიმედ დაშავდდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავდმყოფოში მოათავსეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო თბილისში გადაიყვანეს. ასევე მძიმე რჩება 30 წლამდე ასაკის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსკის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ყვარელი /