შემთხვევა
ავარია თელავში - ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრა და ავტომობილიდან მგზავრების გამოყვანა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /