შემთხვევა
გომბორის უღელტეხილზე საწვავით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა
თელავი- ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ კობაძესთან, საწვავით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მძღოლმა მანქანიდან  გადმოსვლა მოასწრო. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია.


| Print |
FaceBook Twitter Google