შემთხვევა
უბედურ შემთხვევას გურჯაანში 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა
სპირტის ქარხანაში მომუშავე 26 წლის დათო ოდიკაძე ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სიმაღლეზე მუშაობისას ფეხი იმ დროს დაუცურდა, როდესაც შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. თუმცა, ბრალდებას არ ეთანხმება ქარხნის დირექტორი, ლადო ფოთოლაშვილი. მისი თქმით, სამუშაო, რომელსაც ახალგაზრდა შემთხვევის დროს ასრულებდა, ოდიკაძის მოვალეობაში არ შედიოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google