შემთხვევა
აქცია ყვარელში - "ქინძმარაულში" დასაქმებულები ხელფასის გასტუმრებას ითხოვენ
ამ წუთებში, ყვარელში,  კომპანია "ქინძმარაულის" 100-ზე მეტი თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ექვსი თვის ხელფასი ასაღები აქვთ, კომპანია კი დავალიანების გაცემაზე უარს ამბობს. ადგილობრივები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

"მოსახლეობა ულუკმაპურდ დაგვტოვეს. სოფელ ახალსოფელში ნაკვეთები 150, 200 და 300 ლარებში იმ მიზეზით გაგვაყიდინეს, რომ ჩვენ დავსაქმდებოდით. ასეც მოხდა, მაგრამ ნახევარი წლის წინ ბრიგადერები სამახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და ჩვენ ხეფასების გაცემაზე უარი გვითხრეს. არ გავჩერდებით, ვენახებში არავის შევუშვებთ, თუ ხელფასებს არ გადაგვიხდიან, რადგან ის ჩვენი გაშენებულია"- ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

კომპანია "ქინძმარაულში" ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google