შემთხვევა
ფშაველი -აბანო- ომალოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკურნალის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის არ ემუქრება.

მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google