შემთხვევა
სოფელ გურჯაანში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა [Photo]
სოფელ გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და 06-ის მარკის მანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



| Print |
FaceBook Twitter Google