შემთხვევა
სოფელ ვერხვიანში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში, გამთენიისას მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომანქანა მოცირდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, მისი შვილი, 30 წლამდე ასაკის ბიჭი კი სხეულის დაზიანებებით საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google