შემთხვევა
სოფელ ჩალაუბანში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში,ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,დაიწვა საოჯახო ნივთები და სასხვენო გადახურვა.ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.სახლი საპატრიარქომ შეიძინა და იქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
| Print |
FaceBook Twitter Google