შემთხვევა
გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3-ის მარკის ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /