შემთხვევა
ყვარელში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე ცეცხლსასხროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე,თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google