შემთხვევა
თელავში 16 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგონას "ზებრა" გადასასვლელზე "ოპელის" მარკის ავტომანქანა გზის გადაკვეთისას დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, ახალგაზრდამ სხულის სხვადახვა დაზიანებები მიიღო, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /