შემთხვევა
თელავში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თელავში, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა ერთამანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი და მასთან მჯდომი 22 წლის გოგო დაშავდა.
ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაცინეტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,  მათ კიდურების მოტეხილობა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /