შემთხვევა
საგარეჯოში შუახნის ასაკის მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში შუახნის ასაკის ირანელი მამაკაცი, რომელიც სახლს აშენებდა, გუდრონის მასაში ჩავარდა.
დაშავებული უმძიმესი მდგომარეობით ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

საგარეჯოს საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე სართანიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის 80 % დამწვრობა ჰქონდა მიღებული, რის გამოც მისი დაუყოვნებლივ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google