სოფელ ფშაველში მომხდარ ავარიას 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ემხვერპლა
12:02 / 12.05.2018
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ერთმანეთს ორი მსუბუქი
ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი მსუბუქად
დაშავდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები