შემთხვევა
ავარია გომბორის უღელტეხილზე - გარდაცვლილია სამი მოსწავლე და რამდენიმე მშობელი
რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვვა მოხდა გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კობაძეებთან. ავტობუსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე მიჰყავდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.  
როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოეწონაშვილმა განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგადად  გარდაიცვალა სამი მოსწავლე და რამდენიმე მშობელი. არიან მძიმედ დაშავებულებიც. 

ადგილზე ამ დროსითვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. speqtri.ge  დეტალებს აზუსტებს და დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მიგაწვდით.


| Print |
FaceBook Twitter Google