შემთხვევა
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გარდაცვლილია ოთხი ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კობაძეებთან მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. უწყების ცნობითვე, გარდაცვლილთაგან ერთი არარულწლოვანია, ხოლო 3 ქალბატონი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, სოფელ კობაძეებთან. ავტობუსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე მიჰყავდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / გომბორი /