შემთხვევა
მდინარე ილტოში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტაში.  მდინარე ილტოში, ე.წ. საგუბრის ტერიტორიაზე 17 წლის მოზარდი დაიხრჩო.
ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.  წყლის დაცლის შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს ფსკერზე მიაკვლიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google