შემთხვევა
გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი გადაბრუნდა
გომბორის უღელტეხილზე "სუზუკის" მარკის ავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google