შემთხვევა
გომბორზე ავარიისას დაშავებული ტურისტები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს
გომბორის უღელტეხილზე  მომხდარი ავარიის შედეგად, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 8 დაშავებულია გადაყვანილი. საავადმყოფოს მენეჯერის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორს შედარებით მძიმე, ხოლო დანარჩენ ექვს პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
“სუზუკის" მარკის ავტობუსში,რომელიც ცოტა ხნის წინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, 27 ბელორუსი ტურისტი იმყოფებოდა.
თვითმხილველების თქმით, ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნისგან ჯებირებმა იხსნა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ,ზუსტად  ამ ადგილას მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა,რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა,მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

| Print |
FaceBook Twitter Google