შემთხვევა
სოფელ ომალოში ავტომანქანა ხევში გადავარდა
სოფელ ომალოში "მერსედერსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად 16 წლის გოგონა დაშავდა.  შემთხვევის დროს ავტომობილში ერთი ოჯახის 6 წევრი - სამი ბავშვი და სამი უფროსი იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების თქმით, გზის სავალი ნაწილი სველი იყო, რის გამოც ავტომობილი მოცურდა და დაღმართზე დაეშვა.

დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თუშეთი /