შემთხვევა
ავარია გურჯაანში - დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი "მერსედესის“ მარკის ავტომანქანას.
ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და "მერსედესის“ მძღოლი. ისინი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს

როგორც speqtri.ge-ს ჯეო-ჰოსპიტალსის ჰოსპიტალურმა დირექტორმა რამაზ თევზაძემ განუცხადა, ორივე მათგანს თავის ტრავმები აღენიშნება. ამ წუთებში მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

-„პირველი დახმარება, რაც საჭირო იყო, ჩაუტარდათ. ორივე შემთხვევაში თავის ტრავმაა და ამიტომ კომპიტერული ტომოგრაფიაა საჭირო. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საგანგაშო დაზიანებები არ აღენიშნებათ.“

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმხობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google