შემთხვევა
სოფელ ოზაანში ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ყაჭაშვილების ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში დედა და ოთხი არასწრულწლოვანი იმყოფებოდა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
-„ადგილზე ვიყავით მე და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი. რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა სახლის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამ ოჯახს ვიცნობთ, გუშინვე ვესაუბრეთ მათ. მერია ქირით გაიყვანთ და საცხოვრებლის პრობლემა არ შეექმნებათ. რა სოციალური პაკეტიც ადგილობრივ თვითმმართველობას გააჩნია, ისინი ყველაფრით ისარგებლებენ.“

ხანძრის გამომწვევი მიზეზი წინასწარი ინფორმაციით გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google