შემთხვევა
საგარეჯოელი 23 წლის ახალგაზრდა ნადირობისას ხევში გადავარდა და დაიღუპა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მსხალგორის ტყეში, საგარეჯოს მკვიდრი 23 წლის გიორგი იანქოშვილი დაიღუპა. ის ნადირობისას ხევში გადავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი ვერტმფრენით დღეს ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება გუშინ საღამოს შევიდა.

speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გაემართა ორი სამაშველო ჯგუფი. სამაშველო სამუშაოების ჩატარება სიბნელის გამო გუშინ ვეღარ მოხერხდა და დღეს დილით ხუთ საათზე დაიწყო. რთული რელიეფის გამო, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google