შემთხვევა
თუშეთში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა
თუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის დ.ბ. ოცდაათი მეტრის სიმაღლის კლდიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google