შემთხვევა
სოფელ ალავერდთან მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდთან „ბე-ემ-ვე“-ს და "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი და მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა. ორივე მათგანს ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google