შემთხვევა
გურჯაანში ავარიის შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და მოტორელე შეეჯახა.ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო 58 წლის მამაკაცმა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.                                                          როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
| Print |
FaceBook Twitter Google