შემთხვევა
ქვემო ხოდაშენში 72 წლის მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა და გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში 72 წლის გოგია საგინაძე 4 მეტრიან ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა და გაიგუდა.  შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის ავზის მორევას ცდილობდა.
მეზობლების ინფორმაცით, შემთხვევის დროს სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებიდა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის და სამაშველო სამსახურის მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშოაბენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



| Print |
FaceBook Twitter Google