შემთხვევა
სოფელ გავაზში მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი იმ დროს დაწვა, როდესაც მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
მეზობლები ამბობენ,რომ მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ხშირად ჰქონდა და არ გამორიცხავენ სახლის დაწვის მიზეზი კონფლიქტი გამხდარიყო . ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
შს სამინისტოროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google