ავარია ქალაქ გურჯაანში - BMW-ს მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ქალაქ გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანა
სატვირთოს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ
მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა შეჯახებამდე ორჯერ შემოტრიალდა.
შეჯახების შედეგად დაზიანებები მიიღო BMW-ს მძღოლმა, 25 წლამდე ასაკის
მამაკაცმა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო
ჰოსპიტალსში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები