შემთხვევა
თელავში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზეავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ქვეითად მოსიარულე 69 წლის მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ,,ოპელის " მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის 5-ე ნაწილით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google